|
2016-09-10 17:21:48, 627 ნახვა
პოლიტიკა
„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - საინფორმაციო აქცია ამომრჩევლებისთვის
„გადაამოწმე მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში“ - ამ სახელწოდების აქცია გამართა დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“. ცესკოს წარმომადგენლებმა სავაჭრო ცენტრში მყოფ ამომრჩევლებს სწრაფი გადახდის აპარატში არსებული აპლიკაციის მოხმარების წესი გააცნეს, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმებაა შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. აღნიშნული აპლიკაცია სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალში 20 აგვისტოს გააქტიურდა; ამ დრომდე, სერვისით 10 801-მა მომხმარებელმა ისარგებლა. სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული აპლიკაციის გარდა ამომრჩევლებს საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის და პლანშეტის გამოყენებითაც შეუძლიათ. სიაში მონაცემების გადამოწმებისას მომხმარებელი ასევე იღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან 757 605-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)