|
2016-09-10 16:16:13, 734 ნახვა
პოლიტიკა
„მრეწველების“ აქცია ცესკოსთან - „წავალთ სასამართლოში და იქ ვიდავებთ“
პარტიამ "თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო" ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზეზი, ცესკოს მიერ პარტიის საარჩევნო სიიდან შესაძლო მოხსნა იყო. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ცესკოსგან დოკუმენტაციის გადახედვას ითხოვენ. პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, შესაბამისი დოკუმენტები ცესკოს, გუშინ, ვადის ამოწურვამდე გადასცეს. როგორც ისინი აცხადებენ, ეს მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა და ცესკოს თავმჯდომარეს არ ჰქონდა უფლება პარტია საარჩევნო სიიდან მოეხსნა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს მათ განაცხადს და არ დააბრუნებს პარტიას საარჩევნო სიაში, ისინი ფარტო მასშტაბიან აქციებს მოაწყობენ. მისივე თქმით, პარტია ცეკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელსაც შეიტანს. "მივმართავთ სამართლებრივ გზებს, წავალთ სასამართლოში და იქ ვიდავებთ. პარალელურად, ქალბატონ თამარ ჟვანიას გადადგომას მოვითხოვთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარს დაგვიჭერს, ხალხი რაიონებიდან ჩამოვა",- აღნიშნა ტყემალაძემ. მან კონკრეტული ბრალდებებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ ცესკოს ეს გადაწყვეტილება მისი პარტიის მიმართ არაობიექტურია. "თამარ ჟვანიას უფლება არ ჰქონდა ტელევიზიებით გამოსული, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებაც კი არ ჰქონდა მიღებული და ეთქვა, რომ რეგისტრაციიდან ვიხსნებით. თუ მას სპეციალური დოკუმენტაციან გააჩნია, რომ ჩვენი მხრიდან ხარვეზებია, მოვიდეს და მაჩვენოს. მისი პრეს-სპიკერი, გუშინ 3 საათზე რაღაც განცხადებებს აკეთებდა, რისი უფლებაც ასე არ ჰქონდა", - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია პარტიამ ცესკო-ში გუშინ, 17:24 საათზე ჩააბარა. „მრეწველებმა“ ცესკოს-ში განაცხადი დღეს შეიტანეს და ითხოვენ, რომ პარტია საარჩევნო სიაში დააბრუნონ. ამასთან, პარტიის ერთ-ერთი წევრის თქმით, ის შიმშილობას იწყებს, იქამდე სანამ ცესკო გადაწყვეტილებას არ შეცვლის. შეგახსენებთ, "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მრეწველების მიერ ცესკო-ში წარდგენის დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ახლდა, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. ამ დროის მონაცემებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 27 საარჩევნო სუბიექტი, რომლებმაც წარადგინეს მაჟორიტარული და პარტიული სიები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)