|
2016-09-10 11:34:06, 655 ნახვა
პოლიტიკა
ჯორჯ ბენიტესი: ნატო-ს საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა
ტლანტიკური საბჭოს ბრენტ სკოუკროფტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის წამყვანი ანალიტიკოსი ვაშინგტონში ჯორჯ ბენიტესი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოშ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ ნატო ალიანსის აღმოსავლეთში და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებას აძლიერებს. „ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დემონსტრირება იყო, რომ ნატო საქართველოს სერიოზულად აღიქავამს და ის ერთგულია საქართველოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების. ნატოს მაღალი რანგის ვიზიტის დროს ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა მოხდა. ამით დამტკიცდა, რომ ნატომ გააძლიერა ყურადღება ალიანსის აღმოსავლეთში და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და შეფასდა სამომავლო რეფორმებისა და ამოცანების განხორციელება საქართველოში“, - განაცხადა ბენიტესმა. ამასთან, ბენიტესმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა და ძლიერი სიგნალი აჩვენა საქართველოს მიმართ. „ჩრდილოატლანტიკური საბჭო იშვიათად იკრიბება ბრიუსელს გარეთ, თუმცა საქართველოში ის მეოთხედ ჩავიდა და ძლიერი სიგნალი აჩვენა საქართველოს მიმართ. ნატო-საქართველოს შორის არსებული არსებითი პაკეტი, ასევე ერთობლივი სასწავლო ცენტრი, ძალიან ღირებული ნაბიჯებია ორმხრივ ურთიერთობებში. თუმცა-ნატო საქართველოს ურთიერთობა, როგორც გამოჩნდა, ღრმავდება, ძლიერდება, როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის ისე ორმხრივი ურთიერთობების კუთხით. ახლა კავკასიასა და კერძოდ, საქართველოში ნატოს ბევრად მეტ აქტივობას აქვს ადგილი და მთლიანობაში, ამ რეგიონს უფრო მეტი ყურადღება ექცევა ნატოში. საბჭოს ვიზიტი საქართველოში ამის კიდევ ერთი დასტურია“, - განაცხადა ბენიტესმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)