|
2016-09-09 13:13:43, 771 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი: 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას იმ პროექტებით ვაპირებთ, რომელთაც 5 მილიარდის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია
პარტია „ქრთული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის ზაზა ხუციშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს რეალისტური გათვლები, რომლის თანახმადაც ქვეყანაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა რეალისტურია. როგორც „ექსპრესნიუსს“ ხუციშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მხოლოდ თბილისის მასშტაბით უმუშევრობა 8%-ით არის შემცირებული. „მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მხოლოდ თბილისის მასშტაბით უმუშევრობა 8%-ით არის შემცირებული - 120 000 უმუშევრიდან, ამ დროისთვის 96 000 უმუშევარია. 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვაპირებთ იმ უდიდესი პროექტებით, რომელთაც პრემიერის თქმით, 5 მილიარდის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია. 4 უდიდესი საგზაო მაგისტრალის მშენებლობა უკვე ითვალისწინებს ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებას. გარდა ამისა, ჩვენს ხელისუფლებას ბიზნესის მხრიდან არნახული მხარდაჭერა აქვს, რადგან ბიზნესმენები ბატონი გიორგი კვირიკაშვილისა და ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის კომპეტენციას კარგად ხედავენ. დღეს ბიზნესის განსავითარებლად ყველა პირობაა შექმნილი. არსებობს „სტარტაპებისა“ და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები და მარტო თბილისში. ამ პროექტების ფარგლებში 10 000 მცირე საწარმო მაინც თუ გამართულად იმუშავებს, ეს უკვე ძალიან რეალური გათვლების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. იმედი მაქვს, თუ 200 000 სამუშაო ადგილის ნაცვლად ეს ციფრი 195 000 იქნება, ამას გართულება არ მოყვება“, - განაცხადა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერსი განცხადებით, „ქართული ოცნება“ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნითზაზა ხუციშვილი: 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვაპირებთ იმ უდიდესი პროექტებით, რომელთაც პრემიერის თქმით, 5 მილიარდის მოზიდვის პოტენციალი გააჩნია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)