|
2016-09-09 12:05:21, 896 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი: ვანში არქეოლოგიურ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
“ვანში არქეოლოგიურ მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, 14 მილიონი დოლარის ღირებულების სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“, - ეს ინფორმაცია “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვანში, წინა საარჩევნოდ გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდა. გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით, რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო. პროექტის მიხედვით მოწესრიგდება არქეოლოგიური მუზეუმი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც თავისთავად ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით გაიზრდება ტურისტების რიცხვი, რაც მუნიციპალიტეტს და ადგილობრივებს დამატებით შემოსავალ მოუტანს. “ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეაბილიტაცია ასობით ეკლესია მონასტერს ჩაუტარდა, მოწესრიგდა მუზეუმები და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორიები. რამდენიმე დღეში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშიც, რომლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მსოფლი ბანკმა გამოყო. 14 მილიონი დოლარი არის ის თანხა, რომელიც სამუშაოების დასრულებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში გამართულ შეხვედრაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)