|
2016-09-08 16:14:17, 648 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდა
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. უწყების ინფორმაციით, საუბარი შეეხო ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზებს, აღინიშნა, რომ ალიანსი მზად არის გააძლიეროს ჩართულობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში მისი პირადი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდგომ მიხეილ ჯანელიძემ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. სადილის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე. დეტალურად იქნა განხილული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და მასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი და საქართველოს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკისადმი ურყევი მხარდაჭერა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ უფრო ეფექტურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ალიანსში მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში. აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)