|
2016-09-08 14:32:54, 639 ნახვა
პოლიტიკა
შოთა ხაბარელი: გპირდებით, რომ თქვენს გვერდით ვიდგები და აქტიურად ვიმუშავებ ყველა პრობლემაზე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლილოს დასახლებაში რუსთაველის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. „როდესაც მოვა 8 ოქტომბერი, თქვენ თავისუფლად უნდა მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილება, უნდა დაინახოთ განსხვავება, თქვენი აზრი უნდა დააფიქსიროთ. მე აქ მოვედი თქვენთან, რათა უშუალოდ მოვისმინო ის თხოვნები და პრობლემები, რაც აქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. მე გპირდებით, რომ თქვენს გვერდით ვიდგები და აქტიურად ვიმუშავებ ყველა პრობლემაზე“-, განაცხადა შოთა ხაბარელმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)