|
2016-09-08 14:04:52, 657 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: „ქართული ოცნების“ კურსი უცვლელია, ადამიანის თავისუფლება და მისი ღირსება
„ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ათეული გამოქვეყნდა, ხოლო მთლიანობაში კი ვიცი ვინც არის ამ სიაში“,-ამის შესახებ ლტოლვითლა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ სიის ფორმირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ განახლებული ხედვა აქვს და იმ კურსს გააგრძელებს რასაც აქამდე ატარებდა. „დღევანდელი პირველი ათეული გამოქვეყნდა, ეს ათეული მე ჯერ არ მინახავს. მთლიანობაში ვიცი, ვინც არის სიაში. ასორმოცდაათივე არა მაგრამ დაახლოებით, ამ 150 -ში ვინც არის ვიცი. ეს არის განახლებული „ქართული ოცნება“. იგივე კურსი, იგივე ადამიანები. ეს არის განახლებული ხედვა, იმ კურსის გაგრძელება რასაც დღემდე ვატარებდით. „ქართული ოცნების“ კურსი არის ისევ უცვლელი და იგივე: ადამიანის თავისუფლება, ადამიანის ღირსება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც წარმოადგენდნენ, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არიან ასევე ახალი სახეები. ბევრი მათგანი ასევე იყო აღმსასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრის მოადგილეები, მინისტრი თუ სხვა“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)