|
2016-09-08 12:43:10, 680 ნახვა
პოლიტიკა
ბარამიძე: აშშ-ის კონგრესმა ქართველებს აჩვენა, ვინაა ჭეშმარიტი მეგობარი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, აშშ-ს კონგრესმა ქართველ ხალხს ნათლად აჩვენა, თუ ვინაა მათი ჭეშმარიტი მეგობარი და რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, დეოკუპაცია, ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული განვითარება. ეს განცხადება ბარამიძემ აშშ-ს კონგრესის მიერ, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის კომენტირებისას გააკეთა: „მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ აშშ-ს კონგრესმა ჩვენს ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებრიობას ნათლად აჩვენა, ვინაა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობარი, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანება, დეოკუპაცია, ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული განვითარება და რომ აშშ-ს კონგრესი კვლავ გააკეთებს ყველაფერს და გვინდა, რომ განსაკუთრებით ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შემდგომ, ეს პროცესი დაჩქარდეს და გაძლიერდეს, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა, რაც იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა სწორედ საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანებისა და იმ წინსვლისა, რასაც ელოდება ქართველი ხალხი“,-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)