|
2016-09-08 11:55:50, 756 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ამერიკის ბაზებთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილის განცხადება უპასუხისმგებლობაა
პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ამერიკის ბაზები განლაგდება, ამას, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოყვეს, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. „დავით უსუფაშვილი მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლობაა. საქართველოშ ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მით უმეტეს, ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგება სერიოზული საფრთხის შემცველია. ეს იქნება პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვეს, რაც საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. რუსეთმა ამის საპასუხოდ, შეიძლება, საპასუხო ნაბიჯები გადადგას და საქართველო ესკალაციის ზონა გახდეს. რაც სავსებით ბუნებრივი იქნება“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მეჭიაურმა. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა უნდა განთავსდეს და ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)