|
2016-09-07 16:22:01, 616 ნახვა
პოლიტიკა
„ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ არჩევანის განსამტკიცებლად“
„ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ არჩევანის განსამტკიცებლად“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეისთვის რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. „ეს შევხედრა არის ნატო ვარშავის სამიტის უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზანდ და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომზადებას. ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის მტკიცე ნებაა და მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ არჩევანის განსამტკიცებლად. დღეისთვის ჩვენს რეგიონში და ზოგადად ევროატლანტიკურ არეალში შექმნილია საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები რომელიც დღეს ჩვენს იწნაშეა ასიმეტრიული ხასიათისაა და ახლებურ მიდგომებს მოითხოვს. ამ კონტექსტში ნატოს როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემერმა სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია უმასპინძლოს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს. „ჩვენთვის დიდი პატივია ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოში ვუმასპინძლოთ. მინდა წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მივესალმო და საქართველოს ხმარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ბატონო გენ მდივანო ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს მოლოცვისთვის. ეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მშენებლობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)