|
2016-09-07 15:31:01, 645 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი: საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება
საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაპტი, ვარშავის სამიტის შემდეგ” მიმდინარეობისას განუცხადა. როგორც კელიმ აღნიშნა, კონფერენცია იმითაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ მასში საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერები მონაწილეობენ. ,,შეერთებული შტატები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას უცხადებს და საქართველოს დემოკრატიულ და წარმატებულ განვითარებას ყველანაირად ხელს შეუწყობს. საქართველომ უნდა შეძლოს რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შეჩერება, რაშიც აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ საქართველოს მყარ მხარდაჭერას ვუცხადებთ. ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვთანამშრომლობთ. როდესაც სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისში იმყოფებოდა, ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას ამ სტრატეგიაზე და მიმდინარეობს მუშაობა ამ შეთანხმების რეალიზებაზე”, - განაცხადა იან კელიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)