|
2016-09-07 15:23:08, 614 ნახვა
პოლიტიკა
კახა გოგოლაშვილი: ნატო-ს საბჭოს სხდომის საქართველოში ჩატარება არ ნიშნავს, რომ ალიანსში ხვალვე მიგვიღებენ
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კახა გოგოლაშვილი საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და ჩრდილოატალანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. „საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება პრაქტიკულ შედეგს არ იძლევა. ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ხვალ ნატო-ში მიგვიღებენ. თუმცა, ეს სხდომა იმის გამოხატულებაა, რომ საქართველო ნატო-ს ძალიან ახლო პარტნიორია. ნატო-ს საბჭოს რომელი ქვეყანაში ჩატარება ნიშნავს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ამ ქვეყანას ახლო პარტნიორად განიხილავს და მასთან მიმართებაში შორსმიმავალი გეგმები აქვს. ნატო-ს ამდენი წარმომადგენელი ტყუილად არც ერთ ქვეყანაში არ ჩავა, თუ რაიმე ჟესტის გამოხატვა არ სურთ. მათ საქართველოში ჩამოსვლასა პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. გარდა ამისა, ეს ფაქტი იმაზეც მიუთითებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება“, - აცხადებს „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას გოგოლაშვილი. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და დელეგაციაში იქნებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)