|
2016-09-06 13:35:27, 622 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთშია, მაგრამ ეს ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლის
პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოს“ ლიდერის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საქართველოს და ევროპას შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება რუსეთის გაღიზიანებას არ გმაოიწვევს. „არა მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსადმი ევროპარლამენტის მხარდაჭერას რუსეთის გაღიაზიანება მოყვეს. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთშია, მაგრამ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის. უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და რუსეთთანაც უნდა იყოს, ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები. მე ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რომ ნატო-ში გაწევრიანება და საქართველოში სხვა ქვეყნის სამედრო ბაზების განლაგება, შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის საფუძველი გახდეს“, - აცხადებს მეჭიაური. შეგახსენებთ, რომევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)