|
2016-09-04 12:39:22, 710 ნახვა
პოლიტიკა
ლილუაშვილი: მოსახლეობას უნდა შევუქმნათ ისეთი საყოფაცხოვრებო პირობები, რომ ქალაქსა და სოფელში პრობლემები მინიმუმამდე დავიდეს
„მოსახლეობას უნდა შევუქმნათ ისეთი საყოფაცხოვრებო პირობები, რომ ქალაქსა და სოფელში პრობლემები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი“,-ეს განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გააკეთა. მშვიდობისა და რუსთაველის ქუჩის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, გრიგოლ ლილუაშვილმა ქართული ოცნების მხრიდან ოთხი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების გარდა, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლება მხოლოდ მოსახლეობაზეა ორიენტირებული. „ქართული ოცნების მხრიდან ოთხი წლის მანძილზე შემუშავებულმა და განხორციელებულმა პროექტებმა მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმგჯობესა. ბევრ სოფელსა და ქალაქში მოწესრიგდა გზის, წყლისა და გაზიფიცირების საკითხები, გაუმჯობესდა ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები, თუმცა ეს ყველაფერი არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ მოსახლეობის ყოფითი პრობლემები გაუმჯობესდეს და არსებული პრობლემები ქალაქსა და სოფელში მინიმუმამდე შევამციროთ“–განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა რუსთაველისა და მშვიდობის ქუჩაზე გამართულ შეხვედრაზე. (NS)
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)