22:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 12:18:12, 767 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი ყვარლის და თელავის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. 

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილი იგი სოფელ კონდოლის N23 და N48 საარჩევნო უბნის ამომრჩევლებს შეხვდა.

ირაკლი სესიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობასთან „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გეგმების შესახებ ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ასევე საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნების პროგრამაზე, განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ფერმერთა მომსახურების პროგრამაზე.

დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა  მიწის  რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ და აღნიშნა, რომ სულ მალე სახელმწიფოს თანადაფინანსებით, შეღავათიან ფასებში, ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა შეეძლებათ.  

გარდა ამისა, ირაკლი სესიაშვილმა, შეხვედრაზე მოსახლეობასთან ერთად განიხილა სოფელში ჯერ კიდევ არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზებზე ადგილობრივებთან  ერთად იმსჯელა.  

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ყველა საკითხი მოსახლეობის ჩართულობით გადაწყდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics