17:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 20:03:13, 781 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, სახელმწიფო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა ან გაფართოება. 

პრემიერის განმარტებით, ამ თემით სპეკულირების საშუალება არავის უნდა მიეცეს. 

"არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის საშუალება, ამ თემით ისპეკულიროს და სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ამ თემით ბევრი ადამიანი ეწევა პოპლიტიკურ, ძალიან სახიფათო სპეკულაციას. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ თუ არა და სახელმწიფო აუციებლად გაითვალისწინებს მათ ინტერესებს. ეს იქნება ორმხრივი დიალოგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. წინასწარ რამის თქმა ნაადრევია, მე მექნება მათთან შეხვედრები, მაქვს კომუნიკაცია, აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს ექნება საშუალება და დრო, სრულად შეისწვლოს ეს საკითხი და მხოლოდ საკითხის შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება", - განაცახადა პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის უზრუნველყოფს ყველა კონფესიის მიმდევართათვის შესაბამისი უფლებების დაცვას. 

"თუ იქნება საჭიროება, თუ მათ ექნებათ სურვილი და არსებულ სამლოცველოებში ვერ ეტევიან, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ და არანაირი წინააღმდეგობა არ გვექნება", - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics