22:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 12:42:59, 596 ნახვა

პოლიტიკა
აუდიტის სამსახური ლევან ვარშალომიძის მიერ მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს

აუდიტის სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ოფისის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის მიერ მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს.

როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვარშალომიძეს საკითხე აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცდება.

თორდიას თქმით, გამოიკითხა თავად ლევან ვარშალომიძე და ხელშეკრულებებზე ხელმომწერი სხვა პირები, ასევე განხორციელებული ღონისძიების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია მოიძიეს.

„ხსენებული შემთხვევა არ განეკუთვნება აუდიტის სამსახურის კომპეტენციას, რადგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება შეზღუდულია, თუ ნივთის, ან მომსახურების ღირებულება აჭარბებს 100 ლარს, აღნიშნულ შემთხვევაში კი სადავო არის ბინების უსასყიდლოდ გადაცემის დაპირება, რომელიც სცილდება აუდიტის სამსახურის კომპეტენციას. ჩვენ ვასრულებთ საკითხის შესწავლას”, - განაცხადა ლაშა თორდიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics