|
2016-09-02 12:13:41, 1226 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების განხორციელების წესი დაამტკიცა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, პატიმრობის კოდექსის საფუძველზე, „საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების წესი“ დამტკიცდა. ბრძანებაში პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის, აგრეთვე, სახალხო დამცველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ ფოტოგადაღების განხორციელების წესი და პირობებია გაწერილია. ასევე, ბრძანებით არის დარეგულირებული დაწესებულებებში ფოტოაპარატის შეტანის და შემოწმების პროცედურები. “აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ, ბრძანებით გათვალისწინებული ფოტოსურათების გამოყენება შეიძლება მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისთვის და დაუშვებელია მათი საჯაროდ გამოქვეყნება. უფლებამოსილების განხორციელებამდე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები, დაწესებულებაში უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვის თაობაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალურ კურსს გაივლიან”, - აცხადებენ სამინისტროში. ბრძანება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ, სახალხო დამცველთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად მომზადდა.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)