22:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 21:46:30, 858 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ენმ-ში დღემდე ვერ გააანალიზეს და შეაფასეს ის შეცდომები, რაც დაშვებულ იქნა

“ნაციონალურ მოძრაობაში” დღემდე ვერ გააანალიზეს და შეაფასეს ის შეცდომები, რაც დაშვებულ იქნა - ამის შესახებ “პაატა ბურჭულაძე - პლატფორმა საქართველო ხალხისთვის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ალიანსის ორივე მხარეს, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან შეეშინდა.

“ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც თავისი ხედვა აქვს და, რომელიც ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად გაერთიანდა. ამ გაერთიანების ორივე მხარეს, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან შეეშინდა”, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩნენ ადამიანები, რომელთა უმრავლესობას, ქვეყანაში არაფერი გაუკეთებია.

“ “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩნენ ადამიანები, რომელთა უმრავლესობას, ქვეყანაში არაფერი გაუკეთებია. მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომლის გაკეთებული საქმე არ მახსენდება. მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ დღემდე ვერ გააანალიზეს და შეაფასეს ის შეცდომები, რაც დაშვებულ იქნა”, - განაცხადა “პაატა ბურჭულაძე - პლატფორმა საქართველო ხალხისთვის” ლიდერმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხის პრობლემები არ აინტერესებს.

“დღეს, როცა ქვეყანაში კატასტროფული გაჭირვებაა, გამოდის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი და ამბობს, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა, ქვეყანა წინ მიდის და სამუშაო ადგილები იქმნება. არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ხალხის პრობლემები საერთოდ არ აინტერესებს. ეს არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს არის”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics