22:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 12:56:32, 1863 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ამ ხელისუფლების ყველაზე მკაცრი მაკონტროლებელი ვარ

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამართლიანობა პირველ რიგში „ქართული ოცნების"  გუნდს მოეთხოვება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილის სახით ძალიან კარგი ლიდერი ჰყავს.

ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის  ახალ გადაცემაში განაცხადა,  სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და აჭარის რეგიონის  მედიის შეკითხვებს პასუხობს.

ივანიშვილის თქმით, როგორც მოქალაქე, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მთავრობის საქმინობას, რომ რაიმე უკანონო ქმედება არ განახორციელონ:

"ეს სტანდარტი დარჩა. სამართლიანობის აღდგენაზე ძალიან ბევრი გაკეთდა საქართველოში  და ძალიან დიდი მოთხოვნა და ყურადღებაა მთავრობის ყველა წევრზე, ჩემი მხრიდანაც, და საზოგადოებაც ამას უყურებს, რომ პირველ რიგში მათ დაიცვან კანონი. არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვან, საკუთარი თანამდებობა გამოიყენონ სათავისოდ. ის, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ვეღარ აღწევს, სასამართლო ჯიბეში ჩაიდოს, ივანიშვილის პატიმრები, ტყვეები, ათასი ტერმინი შემოიღეს, ამ დროს, კანონთან მაიგივებენ. კანონმა დაიწყო ქმედება, კანონს ძალა მიეცა.ეს მოიტანა ამ გუნდმა და ეს მიაჩნიათ, რომ მე ვმართავ. არა, მე არ ვმართავ, კვირიკაშვილი მართავს და ძალიან წარმატებულად მართავს, მაგრამ იგივე სტანდარტებითა და მეთოდებით. მე, როგორც მოქლაქე, ვარ ამ ხელისუფლების კონტროლი, ყველაზე მკაცრი კონტროლი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics