21:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 13:48:03, 769 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-მ ვალერი კვარაცხელიას პარტია რეგისტრაციიდან მოხსნა

ცესკო-მ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია-სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა, - ამის შესახებ განკარგულებას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მოაწერა ხელი.

როგორც განკარგულებაშია ნათქვამი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ვალერი კვარაცხელია პარტიის თავმჯდომარეს არ წარმოადგენს. 

“მიმდინარე წლიs 29 აგვისტოს, ცესკო-ს მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N204320 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკო-ს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს”, - აღნიშნულია განკარგულებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics