|
2016-08-31 12:58:42, 678 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს; ასევე „აბრეშუმის გზის” პროექტის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრისას ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტის როლს დაეთმო. ასევე განსაკუთრებით საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის - სამხრეთის გაზის დერეფნის განხორციელების პროცესში აღინიშნა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, პროექტის წარმატებით დასრულება ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ პროცესს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც ახლო მომავალში ჩაინიშნება ხელს შეუწყობს. თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში წარმატებულად შეფასდა და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაც მიუთითებს. გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)