21:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 13:13:30, 669 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: 2012 წელს მმართველი გუნდის დაპირებები იყო ალისას საოცრებათა ქვეყანაში გასეირნება

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას მმართველი გუნდის 2012 წლის დაპირებებსა და მიმდინარე საარჩევნო პროგრამას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ოცნებას“ რეალური დაპირება არ გააჩნია.

„ხალხს უნდა აინტერესებდეს რას პირდება ხალხს მმართველი გუნდი, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ისინი ამომრჩეველს ჯერჯერობით არაფერს პირდებიან. კვირიკაშვილი რომ ხალხს ეკონომიკის აყვავებასა და აგუგუებას პირდება  - რითი ააგუგუნებს, შეშა და „სალიარკაც“ კი არ აქვს, რომ უბრალო ცეცხლი დაანთოს. ყველა პარტიის პროგრამა კრიტიკულად და მეცნიერულად უნდა შეფასდეს. ასე ხდება მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში. პარტიები რომ ხალს გადასახადების განახევრებას, პენსიების გაზრდასა და ა.შ. პირდებიან, ვინმეს უკითხავს საიდან არის ამით რესურსი? ეს ყველაფერი თუ შესრულდა, რითი შეინახავენ ამ გაღორებულ ბიუროკრატიას? წინა არჩევნებზე „ოცნების“ დაპირებებები იყო საზეიმო გასეირნება ალისას საოცრებათა ქვეყანაში. როგორც ჩერჩილი ამბობდა, ყველაზე კარგი პროგნოზისტია ის, ვინც შემდეგ ახსნის თუ რატომ არ გამართლდა მისი პროგნოზები“, - აცხადებს ცინცაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics