21:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 16:13:57, 981 ნახვა

პოლიტიკა
მერაბ ქვარაია მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია  მე-7, მე-8 და მე-13 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი ხედვები გააცნო.

ასევე ისაუბრა თვითმმართველობის შექმნიდან დღემდე ქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

,,ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები ზუგდიდის მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრა  ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია. ვგრძნობ ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერას და ვხედავ, რომ ,,ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. რაც მთავარია, ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვა მისაღებია იმ ასობით ადამიანისთვის, ვისაც შევხვდით და ვესაუბრეთ. ზუგდიდი ემზადება არამარტო საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ უდიდესი გამარჯვებისთვის",-განაცხადა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

მერაბ ქვარაიას წინასაარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics