21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 13:36:27, 714 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

29 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ეწვევა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იგი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საგარეოსაქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან გამართავს. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ელმარ მამედიაროვი პატივს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს მიაგებს და აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 

ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics