00:20 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 18:43:00, 1800 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბურკინის ტარების აკრძალვა შეაჩერა

საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ სანაპიროზე მუსლიმური საცურაო კოსტიუმის - ბურკინის ტარების აკრძალვა შეაჩერა, - ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ბურკინის ტარების აკრძალვა უფლებადამცველთა ჯგუფმა “ადამიანის უფლებათა ლიგამ” გაასაჩივრა.

ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის სანაპიროზე მდებარე შვიდი ქალაქის ხელისუფლებამ მუსლიმური საცურაო კოსტუმის ტარება აკძალა. აკრძალვის დამრღვევებს პლიაჟიდან გაძევება და ჯარიმა ემუქრებოდათ.

ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფრანგულ რივიერაზე ბურკინის ტარებისთვის 16 ქალი დააჯარიმეს, რასაც უფლებადამცველები მუსლიმთა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ნიცას სანაპიროზე სამართალდამცველებმა მუსლიმ ქალს ბურკინის გახდა აიძულეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics