17:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 18:39:33, 658 ნახვა

საზოგადოება
მარგველაშვილი: ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდი იყო მართლაც გამორჩეული

მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას,  ოლიმპიურ კონიტეტს, სამინისტროს, თითოეულ მწვრთნელს, ექიმს, ოლიმპიელების ოჯახის წევრებს, ვინც გგულშემატკივრობდათ და ძალას გაძლევდათ  ამ დიდი გამარჯვებისთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა,  გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს.

პრეზიდენტმა მათ ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გითხრათ ქართველი ხალხის სახელითაც, რადგან  საქართველოს ჰიმნის თითოეული ნოტი იყო ათი ათასობით ჩვენი თანამოქალაქის აღტაცებული გულის ცემა - ეს თქვენ გააკეთეთ და მადლობა თქვენ ამისთვის“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.  

მისივე თქმით, "ჩვენ ვაგრძელებთ შეჯიბრებებს,  ვაგრძელებთ მსოფლიოსთვის იმის ჩვენებას,  რომ ქართული გენი, ქართულო უნარი,  ჟინი და ძალა არ არის მხოლოდ დამოკიდებული იმაზე,  ვიყოთ ყველაზე დიდი და მასშტაბური ქვეყანა".

„მე ვიყავი თქვენთან ერთად რიოში, შემდგომ აქედანაც გგულშემატკივრობდით და ვიცი, რა დიდი პასუხისნგებლობა იყო თქვენზე.  ჩვენი გუნდი იყო მართლაც  გამორჩეული. მინდა,  ხაზი გავუსვა,  რომ ოლიმპიურ თამაშებზე იყო წარმოდგენილი საოცარი ქართული დუეტი დედა-შვილის სახით, რომლებიც ასპარეზობდნენ. ეს განსაკუთრებულ სილამაზეს მატევდა ჩვენს გუნდს. მე თქვენთან ერთად ვარ, თქვენთად ერთად მიხარია და თქვენთან ერთად განვიცდი  მოგებებს, თუ წაგებას“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტამ დღეს საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორებს ღირსების ორდენი გადასცა. 

ამ დიდი გამარჯვებისთვის, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics