21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 17:09:48, 850 ნახვა

პოლიტიკა
თოფაძე: ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ტელევიზია არ გვაქვს და ეს ყველაფერი ნაკლებად შუქდება

კოალიციის ოთხწლიანი მმართველობის დროს, ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ მე როგორც ბიზნესმენმა ვიგრძენი, რომ არავინ არაფერს არ წამართმევს, - ამის შესახებ პარტია „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

"მრეწველების" ლიდერის თქმით, მას როგორც ბიზნესმენს, ადრე ძალიან ბევრი რამ წაართვეს. 

"არავინ არავის არ აყაჩაღებს, ციხეში ადამიანებს წამების შემდეგ ბიზნესს არ ათმობინებენ და ეს ძალიან დიდი მიღწევაა. გარდა ამისა, ხალხს სჯერა, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება. ამასთან თითოეული ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენი ინიციატივით მოხდა მთიანი რეგიონის განვითარებისთვის შესაბამისი კანონის მიღება. ჩვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს ობიექტურად არ ასახევენ და ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ კეთდება. 50 სოფელში წყალი, დენი, ინტერნეტი, გაზი და გზა გავიყვანეთ. ჩვენი ბრალია, რომ ჩვენი ტელევიზია არ გვაქვს და ეს ყველაფერი ნაკლებად შუქდება. ბევრი რამ გავაკეთეთ და ბევრიც გასაკეთებელია", - განაცხადა თოფაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics