21:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 19:58:17, 765 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში

"რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო წვრთნებს აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, საქართველო აკვირდება ყველა მიმდინარე წვრთნას, რომელიც რეგიონში რუსეთის მიერ ხორციელდება.

”დღეს ჩვენ ვნახეთ დაუგეგმავი წვრთნებიც. ჩვენ რა თქმა უნდა ამას აღვიქვამთ, როგორც საფრთხის შემცველს და დესტაბილიზაციის ფაქტორს რეგიონში და რა თქმა უნდა ვმუშაობთ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებისთვის მათთან ერთად, რათა ყველა შესაძლო სცენარი დამუშავდეს და საერთაშორისო საზოგადოება საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყოს”, - განაცხადა ჯანელიძემ. 

ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულმა ერთეულმა, სამხრეთის სამხედრო ოლქმა მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებებში მონაწილეობს. სამხედრო მანევრები მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics