21:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 10:56:59, 693 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს. დეპუტატობის კანდიდატი სადგურის დასახლებაში კეცხოველის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის კეთილმოწყობას, ყურადღება გამახვილდა სპორტული მოედნების, სკვერების მოწყობის, ასევე ქ.გორში საცურაო აუზის რეაბილიტაციის საკითხებზე.

 კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულურიც დაესწრო.

„დღევანდელი შეხვედრისას უდიდესი სითბო ვიგრძენი ჩემი გორელებისგან. მე მჯერა ჩემი თანაქალაქელები 8 ოქტომბერს მხარს დაუჭერენ ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას, უკეთესი მომავლის შექნმას". განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics