03:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 18:02:09, 1609 ნახვა

სამართალი
ე.წ ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ე.წ ტერაქტის საქმეზე ბრალდებულ ბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ”ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული ბექა ბექაური საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნება. ბექაურმა დანაშაული უკვე აღიარა. 

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics