20:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 12:57:25, 915 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მერაბ მეტრეველმა დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მერაბ მეტრეველმა დატოვა, - აღნიშნული განცხადება მეტრეველმა დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პარტიის დატოვების მიზეზად, მეტრეველმა„ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანთან“ გაერთიანება დაასახელა. 

როგორც მეტრეველმა განაცხადა, მისთვის მსგავსი გაერთიანება მიუღებელია.

„მივდიოდი ახალ ძალასთან სათანამშრომლოდ. პოლიტიკაში ხდება ყველაფერი, შერწყმა, გაერთიანება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის იყო მიუღებელი. დავტოვე პარტია, მინდა წარმატება ვუსურვო მათ”, - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

მისივე თქმით, სხვა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს. „მივდივარ სახლში“, - აღნიშნა მეტრეველმა.

ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მეტრეველის პარტიიდან წასვლა დიდი დანაკლისია.

"მინდა, გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის”, - აღნიშნა პაატა  ბურჭულაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics