20:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 23:36:19, 913 ნახვა

პოლიტიკა
ბედუკაძე არჩევნებში მონაწილეობას პარტია სტალინელების სახელით მიიღებს

ცესკოს მიერ რეგისტრაციიდან მოხსნილი პარტია "ცენტრისტების" წევრები თემურ ხაჩიშვილი და ლადო ბედუკაძე არჩევნებში მონაწილეობას "საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების" სახელით მიიღებენ. ამასთან დაკავშირებით მათ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს.

როგორც ხაჩიშვილმა თქვა, გაერთიანება საერთო ღირებულებებმა და ფასეულობებმა გამოიწვია. "ყველა დაპირება, რომელიც გავეცით, რჩება ძალაში", - თქვა მან.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახელით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ იქნება ლიდერი.

ცესკომ "ცენტრისტები" რეგისტრაციიდან 16 აგვისტოს მოხსნა. ეს გადაწყვეტილება ცესკომ საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო, რომლის თანახმადაც პარტიის ხელმძღვანელი პირები ოფიციალურად არ იყვნენ დარეგისტრირებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics