20:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 12:40:06, 724 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: ბრეგაძემ ბლოკი არა თუ დატოვა, არამედ კოალიციაში არ გაწევრიანდა

დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების „საარჩევნო ბლოკ - ერთიანი საქართველოში" გაერთიანების გამო პროტესტი არავის მხრიდან არ გამოთქმულა. 

როგორც თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, სანდრო ბრეგაძემ არა თუ დატოვა საარჩევნო ბლოკი არამედ კოალიციაში გაწევრიანება არ მოისურვა. 

"აღნიშნულ კოალიციაში აქამდე ოფიციალური სტატუსი არც მე და არც სანდროს არ გვქონია. უბრალოდ შემდეგ, კოალიციამ მე თავმჯდომარედ ამირჩია. შეგიძლიათ სანდროს და ლალის კითხოთ თუ რატომ არ მოისურვეს ჩვენთან შემდგომი თანამშრომლობა. აღვნიშნავდი, რომ თანამებრძოლებს ასე ადვილად არ ვტოვებთ. მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და არ გამოვრიცხავ, რომ თვითონვე ჩამოაყალიბონ არანაკლები სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაცია", - განაცხადა მეჭიაურმა. 

მეჭიაურის თქმით, ყოველთვის აცხადებდა და ახლაც ამბობს, რომ საარჩევნო ბლოკის კარი ყველასთვის ღიაა.

სანდრო ბრეგაძემ, თამაზ მეჭიაურის, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების გაერთიანების გამო, „საარჩევნო ბლოკი – ერთიანი საქართველოსთვის“ დატოვა. 

როგორც ბრეგაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა ჯერ ჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია. მან კოალიციის შექმნის შესახებ პრესიდან გაიგო და სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, გადაწყვეტილებას მიიღებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics