20:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 18:50:06, 1100 ნახვა

პოლიტიკა
ავღანეთში ქართველი მოსამსახურეები არჩევნებში ხმას 1 ოქტომბერს მისცემენ

ცესკო-მ საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეების საპრალამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესი დაამტკიცა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, განკარგულების თანახმად, ავღანეთში ორი საარჩევნო  - ბაგრამისა და მაზარი-შარიფის უბანი გაიხსნება. 

"კენჭისყრა გაიმართება 2016 წლის 1 ოქტომბერს, დილის 08.00 საათიდან 20.00 საათამდე ადგილობრივი დროით. გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანში შეიძლება დაბრუნდეს 20,00 საათის შემდგომ. 1 ოქტომბერს ფორს-მაჟორული გარემოებების შესაძლო მოვლენების  შემთხვევაში, კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს გარემოებების აღმოფხვრიდან მომდევნო დღეს, მაგრამ არაუგვიანეს 4 ოქტომბრისა", - განაცხადა მიქელაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics