19:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 18:00:26, 1120 ნახვა

პოლიტიკა
მერაბ მეტრეველი: ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრი სუს-ის გავლენის ქვეშ მოექცა

პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა მერაბ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე პარტიიდან წასული წევრების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიის ”ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სუს-ის ერთ-ერთი გაზეთის და ხელისუფლების მიერ ფორმირებული პიარ ჯგუფის მიერ მოხდა ბინძური შეტევა ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. მათი პირადი ძალისხმევით ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაეკეტა რამდენიმე ლეგალური საფინანსო არხი. თუმცა, ყველა არხის გადაკეტვა ვერ მოხერხდა, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ მოექცნენ ფინანსური და ფიზიკური წნეხის ქვეშ. ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი, გამბედავი ადამიანები და მიუხედავად სუს-ის ძალისხმევისა, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პასუხი გაეცემა ყველა უკანონო ქმედებას”, - განაცხადა მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახხელმწიფო ხალხისთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და თბილისის ნავთლუღის მეათე საარჩევნო ოლქის 25-მა წევრმა დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics