15:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 11:27:08, 833 ნახვა

საზოგადოება
წეროვანის დევნილთა დასახლებაში საირიგაციო ქსელი მოეწყობა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წეროვანის დევნილთა დასახლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო ქსელის მოწყობის პროექტს იწყებს. 

პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების  მიზნით, მოსახლეობასთან  შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი.  

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შედეგად წეროვანის დასახლების  2 000 ოჯახზე მეტი 80 ჰექტარ საკარმიდამო ნაკვეთის მოსარწყავად ისარგებლებს წყლით.“ - აღნიშნა დავით გალეგაშვილმა. 

პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 000 000 ლარზე მეტია, მომავალი წლის შემოდგომისთვის დასრულდება.

„მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებდა სარწყავად, რაც, თავის მხრივ,  სასმელი წყლის პრობლემას ქმნიდა.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, კი, გადაიჭრება სარწყავი წყლის პრობლემა და აღარც სასმელი წყლის მიწოდება შეფერხდება“- განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

შპს „საქართელოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, ლევან დვალის განცხადებით დასახლებაში მოეწყობა 30 კილომეტრამდე წყალმიმყვანი მაგისტრალი და  გამანაწილებელი ქსელი, რომელიც სარწყავი წყლით უზრუნველყოფს  წეროვანის დასახლების თითოეულ ოჯახს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics