|
2016-08-16 15:35:09, 1376 ნახვა
ეკონომიკა
ამბროლაურში აეროპორტის ახალი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა იგეგმება
„ამბროლაურის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება“ - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე იგეგმება ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. „მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ გამოვიტანეთ პროექტი ნებართვის მოწონების შესახებ, რომლის მიხედვითაც გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს და მინდა ყველა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციას მოვუწოდო აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისთვის. ორი მიმართულება იქნება გამოტანილი: ერთი გახლავთ ამბროლაური, სადაც 1100 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ტერმინალი იქნება ასაშენებელი. ხოლო მეორე მიმართულება არის ინფრასტრუქტურის გაფართოება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში“ – განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ქუთაისიდან სექტემბრის თვეში უნგრული კომპანია Wizz Air 7 ახალი მიმართულებით დაიწყებს ფრენას. „არსებულ რეისებს დაემატება დორტმუნდი, სალონიკი, მილანი, სოფია, მემინგენი, ბერლინი და ლარნაკა. შესაბამისად, დღეს თუ ჩვენ გვაქვს 8 სიხშირე ევროპის მიმართულებით, სექტემბრიდან ჩგვექნება 23 სიხშირე, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც ტურისტულ ნაკადზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უპრობლემოდ იფრინონ ევროპაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)