19:45 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 10:09:15, 746 ნახვა

პოლიტიკა
"ქართული ოცნება" პარტია „ცენტრისტებისათვის" რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" პარტია „ცენტრისტებისათვის" რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს,-განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა.

სოფო კილაძის შეფასებით, „ცენტრისტების"  კლიპი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და არის ანტიკონსტიტუციური.

„ სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. ეს სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ სასარჩელო მოთხოვნას და ამასთანავე, სხვა პოლიტიკური ძალებიც შეურთდებიან ჩვენს ამ ინიციატივას",-აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა.

სოფო კილაძის თქმითვე, პარტია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისათვის, რათა მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედებები თავიდან იყოს აცილებული.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics