|
2016-08-11 16:07:40, 984 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი ადასტურებს, რომ თბილისში მაჟორიტარობაზე მისი კანდიდატურაც განიხილება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოსლკიმ შესაძლოა, თბილისის ერთ-ერთ უბანში მაჟორიტარად იყაროს კენჭი. მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, "ექსპრესნიუსთან" საუბარში გია ვოლსკიმ დაადასტურა, რომ მის კანდიდატურას, ისევე როგორც სხვებისას, განიხილავენ. თუმცა მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა პრემიერი მას გამოაცხადებს, ვინაიდან არის შემთხვევები, როცა ბოლო მომენტში პირველად გადაწყვეტილებაში ცვლილებები შედის. "ვრცელდება ასეთი ინფორმაციები და არა მარტო ჩემზე, ბევრ ადამიანზე, სანამ არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადებული პრემიერ-მინისტრის მიერ, ნებისმიერი ე.წ. სანდო წყარო არ უნდა იყოს აღქმული როგორც ბოლომდე სანდო. ეს ცოტა ხუმრობით. ეს არის ნირმალური პოლიტიკური პროცესი, რომელიც არ ჰგავს გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს, რომელთანაც საქმე გვქონდა. იხილება ბოლო წუთამდე. რამოდენიმე რეგიონი შემიძლია დაგისახელოთ, სადაც ბოლო წუთში წინა ღამით ჩატარებული პოლიტსაბჭოს სხდომის პერიოდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები და გარკვეული ცვლილებები პირველად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას პრემიერი გამაოცხადებს. საუბარია თქვენ ამბობთ ჩემს თბილისში მაჟორიტარობაზე? კიბატონო, გიდასტურებთ, რომ ნამდვილად არის საუბარი. ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ იყო საუბარი ბათუმთან დაკავშირებითაც. არის კიდევ ბევრ ადამიანზე საუბარი არა მარტო ჩემზე",-განაცხადა გია ვოლსკიმ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)