|
2016-08-11 09:25:25, 722 ნახვა
საზოგადოება
ვარლამ ლიპარტელიანი: ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი
"ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი",-ამის შესახებ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა. "ოლიმპიური ჩემპიონობა მართლაც რომ განსაკუთრებით მსურდა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და რიოში მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ასევე ვხედავდი, თუ როგორ განიცდიდა წარუმატებლობას ავთანდილ ჭრიკიშვილი და მსურდა მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატებას ვუსურვებ, ასევე დიდი მადლობა გულშემატკივარს და ყველას ვინც მხარს მიჭერდა", – აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა. ლიპარტელიანის მიერ მოპოვებული ვერცხლი პირველი ოლიმპიური მედალია 27 წლის სპორტსმენის კარიერაში, ხოლო მეორე მედალი საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისათვის რიოში. პირველი, ბრინჯაოს მედლის მოპოვება 8 აგვისტოს 73 კგ-ში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო. შეგახსენებთ, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, 10 აგვისტოს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის პრიზიორი გახდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა ფინალური დაპირისპირება იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო, ბეიკერმა ქართველი ძიუდოისტი 1 იუკოთი დაამარცხა. ფინალში გასვლამდე, ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო. საწყის ეტაპზე ტაჯიკეთის და ნაურუს წარმომადგენლების დამარცხების შემდეგ, ლიპარტელიანმა 1/4 ფინალში მონღოლ ლხაგვასურენ ოტგონბაატარსაც სძლია, 1/2 ფინალში კი მსოფლიოს ჩემპიონი კორეელი გვაკ დონგჰანი იპონით დაამარცხა. დღეს ძიუდოში მედლებისათვის 100 კგ. წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოლებენ, საქართველოს სახელით კი 20 წლის ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებს. ბექას პირველი მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ბენჟამინ ფლეტჩერი იქნება. წინასწარი ეტაპის შეხვედრები რიო დე ჟანეიროში თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)