19:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 13:14:58, 786 ნახვა

პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტია რეფერენდუმთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება

რესპუბლიკური პარტია რეფერენდუმთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება.

როგორც "უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ საარჩევნო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის გადაწყვეტილება თანხვედრაშია სარეფერენდუმო საკითხის შესახებ პარტიის მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციასთან.

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება - გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა.

" დიდ პატივს ვცემ რეფერენდუმს, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტს, მაგრამ კანონის მიხედვით, რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე  ვალდებული ვარ, დავიცვა  ქვეყნის ერთიანობა. საქართველოს 20%-ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ორი ტერიტორია რუსეთს გამოცხადებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს რეფერენდუმი დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს. ამასობაში, კანონში წერია , რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. კანონი კრძალავს კონსტიტუციის ცვლილებას სარეფერენდუმო გზით." - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics