19:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 20:14:19, 1377 ნახვა

პოლიტიკა
ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი აღარ გაიმართება

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება - გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა.

" დიდ პატივს ვცემ რეფერენდუმს, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტს, მაგრამ კანონის მიხედვით, რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე  ვალდებული ვარ, დავიცვა  ქვეყნის ერთიანობა. საქართველოს 20%-ის ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ორი ტერიტორია რუსეთს გამოცხადებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს რეფერენდუმი დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს. ამასობაში, კანონში წერია , რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. კანონი კრძალავს კონსტიტუციის ცვლილებას სარეფერენდუმო გზით." - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics