|
2016-08-09 13:34:19, 817 ნახვა
პოლიტიკა
საია: გიორგი კვირიკაშვილის ქმედებაში იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი
საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სოფელ ბეშუმში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მიერ ახალდაქორწინებულთათვის საჩუქრების გადაცემაში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი იკვეთება. პავლიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ პრემიერის მიერ საჩუქრის გადაცემა სისხლის სამართლის კოდექსით მიერ გათვალისწინებული დარღვევაა, საქმე სამაართალდაცავებს გადაეცემათ და შემდეგ მომხდარს სწორედ ისინი გამოიძიებენ. „პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ახალდაქორწინებულთათვის საჩუქრების გადაცემის ფაქტზე, სავარაუდოდ, იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. სისხლის სამართლის კოდექსი და მოქალაქეთა პოლიტიკური დაცვის შესახებ კანონი არეგულირებს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტს, სადაც საუბარია, რომ პარტიასა და ნებისმიერ პირს პარტიის სასარგებლოდ ეკრძალება ამომრჩევლისათვის გარკვვეული ფულადი, მატერიალური ან არამატერიალური სიკეთის გადაცემა ან რაიმე მომსახურების შეთავაზება. ამ შემთხვევაში მისჯა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შორის არის ის, რომ ეს ყოველივე ღირებულების მიხედვით განისაზღვრება. 100 ლარამდე მსგავსი ტიპის ქმედების განხორციელება ჯარიმას ითვალისწინებს. თუ შესაბამისი უწყებების მიერ დადგინდება, რომ ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში პირის ან პარტიის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. გიორგი კვირიკაშვილისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ქმედება, სავარაუდოდ, ამ ფაქტს შეიცავს. აუდიტის სამსახურმა მომხდარის შესწავლა დაიწყო და საინტერესოა რომელი დარღვევა გამოიკვეთება - ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის. თუ აუდიტის სამსახურმა დააადგინა, რომ პრემიერის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმე გადაეცემათ სამართალდამცავ ორგანოებს და ისინი დაადგენენ ბეშუმში მომხდარი ფაქტი შეიცავდა თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს“, - განაცხადა პავლიაშვილმა. შეგახსნებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. შეგასენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალდაქორწინებულებს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)