19:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 14:45:53, 1115 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: ქვეყანაში სიტუაცია რომ აირიოს ერემაძე აგებს ამაზე პასუხს? რას ქვია შეფასება არ გავაკეთო?!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ქეთევან ერემაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით, რომლის სურვილიც მხოლოდ ორ მოსამართლეს ჰქონდა, სახელმწიფოში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნებოდა.

 „ჩვენ მარტო პოლიტიკოსები კი არ ვართ, ჩვენ პარლამენტის წევრები ვართ, რომელიც ხალხმა აირჩია. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ხან გვაკრიტიკებენ და ხან გვაქებენ. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტია, რომელიც აზრთა დაპირისპირების ფონზე, კანონს მინიმუმ 76 ხმით ღებულობს. არ შეიძლება, რომ ორ ადამიანს სურვილი გაუჩნდეს, ოდესიდან ჩამოწოდებული წინადადებით ან სხვა მოსაზრებით რაიმე კანონი გააუქმოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონს ვენეციის კომისია დადებითად აფასებს. ამ ცვლილებით, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო აპირებდა, სახელმწიფოში ქაოსი და პოლიტიკური კრიზისი იქმნებოდა. რას ნიშნავს ამის თაობაზე არაფერი არ უნდა ვთქვათ?! ჩვენ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლები ვართ. როდესაც პარლამენტი, იურისტების ძლაიან დიდი ჯგუფი, კონსტიტუციონალისტები და პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსზე ჩამოყალიბდება და მისი გაუქმება ორ მოსამართლეს უნდა, რას ქვია შეფასება არ გავაკეთო?! ვინ აგებს პასუხს საზოგადოების წინაშე - ერემაძე აგებს პასუხს აქაურობა რომ აირიოს?“, - განუცხადა ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ერემაძის განცხადებით, „პრინციპულად არასწორი მგონია, როდესაც პოლიტიკოსები ასე უაპელაციოდ და თავგამოდებით ესხმიან თავს მოსამართლეებს“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics