19:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 14:07:39, 715 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: სკანდალური განცხადებების გაკეთება „რესპუბლიკელების“ სტიქიაა

ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადება არც პრაქტიკულ და არც თეორიულ პარამეტრში არ ჯდება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი თინა ხიდაშელმა განცხადებას, რომლის თანახმადაც, „პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში, ბოლო დროს, ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს“.

როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სკანდალური განცხადებების გაკეთება „რესპუბლიკელების“ სტიქიაა.

„თინა ხიდაშელის განცხადებას ახსნას ვერ ვუძებნი. არ ვფიქრობ, რომ ხიდაშელის განცხადებაზე სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა გაერთიანების დროა. ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადება არც პრაქტიკულ და არც თეორიულ პარამეტრში არ ჯდება. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრისგან ასეთი განცხადება ახალი არაა. მათ სურთ, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ. ჩემთვის ხიდაშელი მიერ მინისტრის პოსტის დატოვებიდან ერთი დღის მერე ასეთი განცხადების გაკეთა მოულოდნელი არ ყოფილა. „რესპუბლიკელების“ სტიქიაა სკანდალური განცხადებების გაკეთება. მათ სურთ, უბრალოდ, მედიის ყურადღება მიიქციონ“, - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „მაესტროსთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის გამოსვლებში, ბოლო დროს, ბოლშევიკური ტექსტები ჭარბობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics