|
2016-07-29 15:06:29, 802 ნახვა
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური კვლევებზე: ყველაფერს ტაქტიკურად გამართული წინასაარჩევნო პერიოდი გადაწყვეტს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-კვლევებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძნელია არჩევნების შედეგების განსაზღვრა, რადგან გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა ძალიან დიდია. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბარში წიკლაურმა განაცხადა, კვლევებმა კიდევ უფრო გამოკვეთა, რომ არის ორი მთავარი პოლიტიკური ძალა და გამარჯვებულის ბედი მათ შორის გადაწყდება. „კვლევებს, რა თქმა უნდა, ვენდობი იმ ცდომილების ფარგლებში, რასაც თავად NDI-ი აანონსებს. მიმაჩნია, რომ ამ გამოკითხვამ რამდენიმე ტენდეცია გამოავლინა. ორი ლიდერი პარტია - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. დანარჩენი პოლიტიკური ძალების რეიტინგმა კლება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ალასანიას პარტიის რეიტინგი დრამატულად დაეცა. ეს ნიშნავს, რომ კრისტალიზაცია მოხდა - „ოცნების“ ამომრჩეველი წავიდა მმართველი გუნდისკენ და ახლა ალასანიასთან კეკლუცობის დრო აღარ არის. ძალიან მნიშვნელოვანია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძნელია არჩევნების შედეგების განსაზღვრა. მოიგებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უფრო მეტად იაქტიურებს, დაიცავს საკუთარ პრინციპებს და დაარწმუნებს ამომრჩეველს მისი პარტიის გამარჯვებაში. პირველად არ ხდება, რომ ხან „ოცნება“ გადის რეიტინგებში წინ და ხან „ნაციონალური მოძრაობა“. ყველაფერს ტაქტიკურად გამართული წინასაარჩევნო პერიოდი გადაწყვეტს“, - აცხადებს წიკლაური. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, იმ ამომრჩევლებიდან გამოკითხულთა 32%, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 26% - „ნაციონალურ მოძრაობას“. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის, 6%-მა არ იცის, 2% არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11 % მისცემდა ხმას. 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)