18:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 18:33:17, 919 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან

”რესპუბლიკელი” მინისტრები ასრულებენ იმ პირობას, რაც მათ საჯაროდ დადეს, რომ ვიზიტების დასრულების შემდეგ თანამდებობებს დატოვებდნენ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, რომ „რესპუბლიკელი” მინისტრები დღეს მთავრობის სხდომაზე არ იმყოფებოდნენ.

„დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ბოლო ვიზიტებს დაამთავრებენ და შემდეგ აღარ იქნებიიან მინისტრები თინა ხიდაშელს ქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-ში, პაატა ზაქარეიშვილს გერმანიაში. ორივე ჩამოვიდა. ბუნებრივია, არც ერთი დღეს არ ყოფილა მთავრობის სხდომაზე. ისინი ასრულებენ იმ პირობას, რაც ჩვენ რესპუბლიკურმა პარტიამ და თავად მინისტრებმა საზოგადოებას მივეცით. ისინი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართული. არის რამდენიმე დღიანი პროცედურა, რომელიც არის გასავლელი, დასამთავრებელი. ისინი მინისტრები არ არიან“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics