18:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 09:48:06, 709 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამის წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს

„ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება, რომლითაც 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ეს ძალიან წარმატებული სტატისტიკაა“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  C ჰეპატიტის პროგრამა გრძელდება და უფრო ფართოვდება.

„დღევანდელი დღე, 28 ივლისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  ჰეპატიტის დღედ გამოაცხადა. ქართველებს მართლა გვაქვს საამაყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება უპრეცენდენტო პროგრამა, რომლითაც უკვე 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და არის ძალიან წარმატებული სტატისტიკა. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, გრძელდება და უფრო ფართოვდება“,-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს და მთელ გუნდს, ვინც ამ პროგრამაზე იმუშავა, მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა.

"მე გამოვხატავ არაერთი ადამიანის აზრს საქართველოში. მგონი ამ წარმატებას ოპონენტი არ ჰყავს", - დასძინა პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics